ლელა მეფარიშვილის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიხსნება

21 მარტს, 17:00 საათზე, Newsroom Caffé-ში ფოტოგრაფ ლელა მეფარიშვილის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე ფოტოგრაფის წლების განმავლობაში გადაღებული 21 შავ-თეთრი ფოტო იქნება წარმოდგენილი. მათ შორის იქნება პორტრეტები და ჟანრული ფოტოგრაფია. „ბოლო რამდენიმე წელია აქტიური არ ვიყავი. არც კონკურსებში,  არც გამოფენებში ვმონაწილეობდი აქტიურად,  თუმცა ფოტოგრაფია არასდროს მიმიტოვებია. პირველი პერსონალური გამოფენა ჩემი დაბადების დღეს დავამთხვიე. ახლიდან ვიბადები ჩემი ფოტოებით, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში მაქვს გადაღებული“, – ამბობს ლელა მეფარიშვილი. გამოფენა ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები