„ჰენრიკ იბსენი და საქართველო“ – ფილმის ჩვენება გაიმართება
21 მარტს, 17:00 საათზე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტისა და ნორვეგიის საელჩოს ორგანიზებით, ახალი დოკუმენტური ფილმის „ჰენრიკ იბსენი და საქართველო“ ჩვენება გაიმართება. ფილმის ავტორი და რეჟისორი ოლიკო ჟღენტია. ფილმის ჩვენება შედგება თსუ-ის I კორპუსის 07 აუდიტორიაში. დასწრება თავისუფალია.