Warrior-ის ლოგოტიპზე კონკურსი ცხადდება
ნინა სუბლატის სიმღერა Warrior-ის ლოგოტიპზე კონკურსი ცხადდება. კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ორიგინალური ლოგო. საუკეთესო ნამუშევარს შეარჩევს „ევროვიზიის“ საპროდიუსერო ჯგუფი და ნინა სუბლატი. გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა „ევროვიზიის“ სასაჩუქრე პაკეტი. ნინა სუბლატი გამარჯვებულ ლოგოს სხეულზე სვირინგად დაიტანს. გთხოვთ, ნამუშევრები გამოაგზავნოთ 20 აპრილამდე, ელ-ფოსტაზე: n.uznadze@gpb.ge.