„მეტამორფოზა: ფრთები“ – თიკა ჟვანიას გამოფენა გაიმართება

22 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში ქარვასლა თიკა ჟვანიას გამოფენა – „მეტამორფოზა: ფრთები“ გაიმართება. „ყველაფერი მოძრაობს, არაფერია უძრავი“. ეს, ნამდვილად არ არის ახალი იდეა. ახლანდელი დროის დინამიკა და ტრანსფორმაციის სისწრაფე დღესდღეობით აცოცხლებს ამ „უძველეს აზრებს“ ჩვენს გონებაში. თავად იდეა „ტრანსფორმაციისა“ ასახავს დინამიკურ პროცესს, „საგანთა მოძრაობას“, რაც თიკა ჟვანიას ნაშრომის მთავარ იდეას წარმოადგენს. „ტრანსფორმაციის“ იდეის გამოხატვის ყველაზე კარგ მაგალითს წარმოადგენს აბრეშუმის ჭიის პეპლად გადაქცევის პროცესი. მხოლოდ აბრეშუმის პარკი -„ინკუბატორია“ დარჩენილი. გამქრალია თავად ჭიის რაიმე ნიშანწყალი, გარდა პარკისა – „ინკუბატორისა“, სადაც მთელი პროცესი დაიწყო და დასრულდა. აბრეშუმის ჭია გაქრა, შეერწყა მისი სიცოცხლის ახალ ფორმას. წარსულმა და მომავალმა მნიშვნელობა დაკარგა. თიკა ჟვანია თავის ნაშრომში ცდილობს არა მხოლოდ გამოხატოს მოძრაობის დინამიკა, არამედ ასევე დაგვანახოს ოპტიმისტური მომავალი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ იცხოვრონ „მშვიდობიან და მთლიან“ საზოგადოებაში, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი აღარ იქნებიან შორი და ხშირად მტრული კულტურები, არამედ გაერთიანდებიან ახალ „უნივერსალურ მოდელად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები