ოთარ ჭილაძის წიგნის – „ცა მიწიდან იწყება“ პრეზენტაცია გაიმართება

20 მარტს ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით გამომცემლობა „ინტელექტი“ 19:00 საათზე „ბიბლუს გალერიში“ ოთარ ჭილაძის წიგნის – „ცა მიწიდან იწყება“ ახალი, ფოტოებითა და ავტორის ხელნაწერი ტექსტებით შევსებული გამოცემის პრეზენტაციას გამართავს. ოთარ ჭილაძის „ცა მიწიდან იწყება“ – დიდი მწერლის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები. ყველაზე ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელსაც ოთარ ჭილაძე მთელი ცხოვრება სიმარტოვეში წერდა. წიგნში ნახავთ მწერლის ყოველდღიურ განცდებსა თუ ემოციებს, შინაგან ლაბორატორიას, გამოხმაურებებს ამა თუ იმ მოვლენაზე, შეხედულებებს ცნობილ ადამიანებზე. ჩანაწერები გასდევს მთელ მის შემოქმედებით ცხოვრებას 1955 წლიდან გარდაცვალებამდე. კრებული შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო თამაზ ჭილაძემ. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები