„შემოქმედებითი ევროპის“ პოლონეთის ოფისის ხელმძღვანელი პრეზენტაციას გამართავს

19 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „შემოქმედებითი ევროპის“ პოლონეთის ოფისის ხელმძღვანელი (Head of Creative Europe Desk Poland) ქალბატონი მალგორზატა კიელკივიჩი ევროკავშირის პროგრამის Creative Europe-ის შესახებ გამართავს პრეზენტაციას. პოლონელი სტუმარი საქართველოში მოღვაწე კულტურის სფეროს ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.
პრეზენტაციის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსია. 24 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში – ტიბორ ნავრაჩიჩმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა – Creative Europe-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრი გახდა. ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართა. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო პირველია, რომელიც აღნიშნული პროგრამის წევრი გახდა. Creative Europe („შემოქმედებითი ევროპა“) წარმოადგენს ევროკავშირის 6-წლიან პროგრამას, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა. პროგრამაში – „შემოქმედებითი ევროპა“, მონაწილეობის მიღება შეუძლია კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნიან პროექტებს კულტურისა და მულტიმედიის სფეროში. Creative Europe-ის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც 6 წლის განმავლობაში (2014-2020 წწ-ში) მოხმარდება კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას. დაფინანსების მეშვეობით, საქართველოში არსებულ კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ – იმუშაონ ევროპის მასშტაბით, წარდგნენ ახალი მაყურებლის/მსმენელის წინაშე და ევროპელ პარტნიორებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები