მიხეილ გიორგაძემ კერი სანდელს უმასპინძლა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამების ხელმძღვანელს კერი სანდელს უმასპინძლეს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.
მიხეილ გიორგაძემ სტუმარს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები და ინიციატივები გააცნო. სანდელმა საუბრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირის პროგრამა Creative Europe-ში საქართველოს გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქვეყნისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ის მიესალმება და მხარს უჭერს სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის წარმართვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები