ანსამბლ „ბასიანის“ წარმატებული ტურნე ესპანეთში

18 მარტს, 17:00 საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ესპანეთში ანსამბლ „ბასიანის“ წარმატებულ ტურნესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ დირექტორი ზურაბ წკრიალაშვილი და სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე გაუძღვებიან. 21-28 თებერვალს ესპანელ ეთნომუსიკოლოგ პოლო ვალეჰოს ინიციატივით, ანსამბლი ესპანეთში გაემგზავრა და მადრიდში, სანტანდერსა და ზარაგოზაში სამი სოლო კონცერტი გამართა. „ბასიანი“ უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართული მრავალხმიანობის კვლევის საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს პოლო ვალეჰოსთან. კონცერტების პარალელურად „ბასიანმა“ ესპანეთში უცხოელი მსმენელისთვის მასტერ-კლასები ჩაატარა. 2015 წელი საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანისთვის“ საიუბილეო წელია. მიმდინარე წელს ანსამბლს რამდენიმე მნიშვნელოვანი გასტროლი, ახალი ალბომის გამოშვება და დოკუმენტური ფილმის გადაღება აქვს დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები