პირველი მსოფლიო ომის მასალები თურქეთში გამოიფინება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის სახელმწიფო არქივის გენერალურ დირექტორთან არსებული სტამბოლის ოსმალური არქივის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაში „პირველი მსოფლიო ომის დოკუმენტები; გლობალური ომიდან გლობალურ მშვიდობამდე“. ღონისძიების ფარგლებში, 19-21 მარტს გაიმართება საერთაშორისო პრეზენტაცია და გამოფენა, სადაც, სხვა ქვეყნების საარქივო მასალასთან ერთად, წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებული ფოტოებისა და რუკების ასლები. მათ შორის: პირველი მსოფლიო ომის მონაწილეების, თურქეთის ფრონტიდან ნადავლის ევაკუაციის, ბაქოს პოლკის მობილიზაციის, რუსების მიერ დაკავებული თურქული სანგრების, ყარსის სამხედრო ტაძართან რუსული ჯარის ნაწილების, ჰასან-ყალეს ადგილობრივი მცხოვრებლების ამსახველი ფოტოები; ასევე, დასავლეთის (რუსეთის) ომის თეატრის საგანგებო რუკა; ევროპის 1914-15 წლებში მიმდინარე ომის რუკა და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები