ქართული სპექტაკლების წარმატება მსოფლიოს პრესტიჟული თეატრების სცენაზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ავსტრიის ფედერალურ საქმეთა სამინისტროს და ავსტრიის პენკლუბის (PEN Club – ავსტრიის მწერალთა გაერთიანება) მხარდაჭერით, 2015 წლის 19 თებერვალს გერმანიაში, ნიუნბერგის სახელმწიფო თეატრში, ბასა ჯანიკაშვილის პიესა „გაბრაზებული ჩიტი“, 20 თებერვალს, ციტაუს გერჰარტ ჰაუპტმანის თეატრში კი დათა თავაძის „დედაომი“ დაიდგა.
ორივე სპექტაკლმა როგორც მაყურებლების, ასევე კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. წარმატება ხვდა წილად აგრეთვე, მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის გასტროლს ავსტრალიაში – ყოველწლიური ხელოვნების ფესტივალზე FRINGE WORLD FESTIVAL. ქართული დასის მიერ დადგმული სპექტაკლი „კარმენი“ (დამდგმელი ქორეოგრაფი –კოტე ფურცელაძე) გახდა გამარჯვებული ნომინაციაში DANCE AWARD. ამ თემებთან დაკავშირებით 17 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მოეწყო შემაჯამებელი პრესკონფერენცია, რომელსაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა. ორივე პიესა – ბასა ჯანიკაშვილის „გაბრაზებული ჩიტი“ და დათა თავაძის „დედაომი“ დრამატურგთა ქართულ-ავსტრიული კონკურსის „საუბარი საზღვრების შესახებ“ გამარჯვებულია. დრამატურგიული კონკურსი 2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, – პირველი პრემია სწორედ დათა თავაძემ პიესით „გაბრაზებული ჩიტი“ და ბასა ჯანიკაშვილმა პიესით „დედაომი“ გაინაწილეს. ნიუნბერგის სახელმწიფო თეატრი დათა თავაძის „დედაომის“ საგასტროლო პროგრამაში ჩასმასაც გეგმავს. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე, დრამატურგები – დათა თავაძე, ბასა ჯანიკაშვილი, მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – დავით დოიაშვილი და ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები