ფილმ „დედიკოს“ ჩვენება გაიმართება

21 მარტს, „ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში“ კანადელი რეჟისორის, ქსავიე დოლანის ფილმის „დედიკოს“ ჩვენება გაიმართება. ფილმი ასახავს დაქვრივებული დედის ისტორიას, რომელიც ვერ უმკლავდება პრობლემური შვილის აღზრდას. 2014 წლის კანის კინოფესტივალზე ფილმი ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა, ხოლო 2015 წელს საუკეთესო კანადურ ფილმად აღიარეს. ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები