პროექტის კულინარიული წარმოდგენები / Cooking Imaginations – საბოლოო პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება

19 მარტს, 19:00 საათზე, კაფე პაბ „ზოესთან“ გეოეარის პროექტის კულინარიული წარმოდგენები / Cooking Imaginations – საბოლოო პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება. პუბლიკაცია მოიცავს პროექტის ფარგლებში შექმნილი სხვადასხვა სახის მედიის (ბროშურა, საფოსტო ბარათი, ვიდეოდისკი, აუდიოტურის რუკა…) გამოცემებს. პუბლიკაციის ყველა პაკეტი დანომრილია და საზოგადოებას საშუალება აქვს, გახდეს ერთ-ერთი მათგანის მფლობელი. ამასთან ერთად, იხილონ პუბლიკაციაში შესული ვიდეოების პროექცია. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეძლებენ დააგემოვნონ პროექტის ფარგლებში მონაწილე თბილისელი მიგრანტების მიერ მოწოდებული რეცეპტების მიხედვით შექმნილი კერძები. გეოეარის სამზარეულოში პროექტს ამზადებდნენ: ნინი ფალავანდიშვილი და დათა ჭიღოლაშვილი, თამარა ბოკუჩავასთან (სოციალური ფოტოგრაფიის ფონდი კავკასიაში), ანა რამაზაშვილსა და მარიამ კაპანაძესთან ერთად. პროექტი დაფინანსებულია პრინც კლაუსის ფონდის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები