ლიტერატურული პრემია „ივერია“ – წელიწადი მეორე განსხვავებული ფორმატით დაიწყო

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურულმა პრემია – „ივერიამ“ უკვე წელიწადი მეორე დაიწო. პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა – კურთხევით.
პროექტს საჩხერეში ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, მალხაზ ბაზაძემ და დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ქალბატონმა მანანა კობახიძემ უმასპინძლეს.
„შაბათი მისი უწმინდესობის კურთხევით წიგნის კითხვის დღეა და ჩვენი პროექტი სწორედ მისი ნათელი გაგრძელებაა. მისი უწმინდესობის კურთხევაა ისიც, რომ ყველამ დარგოს ხე. ჩვენი პროექტი ამ მამულიშვილურ და საღვთო საქმესაც შეუერთდა. ეს ტრადიციად დარჩება და ასე იქნება მუდამ. ყოველ ქალაქში დავრგავთ ხეებს და მას ილია მართლის (ჭავჭავაძის) ბაღებს ვუწოდებთ… ასევე, მინდა გახაროთ, რომ ისევ მისი უწმინდესობის უდიდეს სურვილს ვასრულებთ – ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ დავდივართ და მკითხველთან პირისპირ მიგვყავს გამოჩენილი, დიდი და სახელოვანი, მათ შორის ახალგაზრდა, მომავალი თაობის მწერლები და პოეტები. ისინი თავად კითხულობენ ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებს და ბავშვებს წიგნის სიყვარულს უღვივებენ, უფროს თაობას კი საშუალება ეძლევა, კიდევ ერთხელ ისიამოვნოს პირადად პოეტის მიერ წაკითხული შემოქმედებით.10168223_858553847536969_5537940930086809252_n
ვცდილობთ, ყოველი ქართველი პირადად შეხვდეს ყოველ ჩვენს წარჩინებულ მწერალს, საზოგადო მოღვაწეს. დღევანდელ საღამოში ასევე ჩაერთნენ ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის გუნდები, რამაც მეტად საინტერესო გახადა და გაალამაზა ღონისძიება“, – განაცხადა პრემიისა და პროექტის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.
საჩხერეში ჩასულ ცნობილ პოეტებსა და ხელოვანებს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი და აკაკის ძიძის სახლი დაათვალიერებინეს, შემდეგ ჭიათურის დედათა მონასტერში წაიყვანეს მოსალოცად, ხოლო საღამოს პროექტის ღონისძიება გაიმართა.
წელიწადი მეორეს მეორე ტურის მონაწილე პოეტები იყვნენ: კახაბერ სამყურაშვილი, ნათელა ხარაიშვილი, ედუარდ უგულავა, ცირა ბულაშვილი, ნანა სამხარაძე, გაგა გომართელი, ანა სამხარაძე, ამირან ჯანჯღავა, დეკანოზი ილარიონ ჩიგოგიძე, ხატმწერი – ნუგზარ სამხარაძე, მხატვარი – ზურა თევზაძე, ფოტოხელოვანი – მირიან კილაძე.
სტუმრები კი აღნიშნული პრემიის გასული წლის პრემიის ლაურეატები იყვნენ: პოეზიის დედოფალი და ილია მართლის ორდენოსანი, თინათინ მღვდლიაშვილი, განსაკუთრებული პოეზის ლაურეატი და ილია მართლის ორდენოსანი ლადო კახაძე, წლის პოეტი და ილია მართლის ორდენოსანი ლევან ფანჩვიძე, „ ქართული ელიტის“ წლის პოეტი და ილია მართლის ორდენოსანი გიორგი მარღიშვილი. ასევე, გასული წლის მონაწილეები: ქალბატონი, მანანა დუმბაძე, ქალბატონი ნათელა პაპუნაშვილი, რომელმაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მისი უწმინდესობის კურთხევით დაიწყო ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის ხელოვნების სასახლის შენება გურჯაანის სოფელ კაჭრეთში, ქალბატონი მაკა ბლიაძე და ისტორიული საქართველოდან – ჰერეთიდან, ბატონი ზურაბ პაპიაშვილი.
საღამოს წამყვანები იყვნენ: მსახიობი და ამავე პროექტის გასული წლის მონაწილე, თეატრ „არტ-გრუნის“ დამფუძნებელი და სამხატვრო რეჟისორი, პოეტი, მსახიობი, მიშა კოხოძე, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გადაცემა „შუადღის“ ერთ – ერთი წამყვანი ანი ნაზღაიძე. აღნიშნული პროექტი 2013 წლის 28 ნოემბერს დაიწყო და 2014 წლის 28 დეკემბერს წელიწადი პირველი დასრულდა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ პრემია „ივერიის“ ლაურეატები…

10830685_858553984203622_6403267924273814537_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები