კულტურის მინისტრმა უკრაინის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვასილ ციბენკოს უმასპინძლეს. შეხვედრის დროს მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. კულტურის მინისტრმა მწუხარება გამოთქვა უკრაინაში არსებული ვითარების გამო და ელჩს მხარდაჭერა გამოუცხადა. ვასილ ციბენკოს თქმით, უკრაინელი ხალხი საქართველოს მხარდაჭერასა და გვერდში დგომას ყოველდღიურად გრძნობს, რადგან ამ ორ ერს დიდი ხნის ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებს. ელჩის განმარტებით, მიუხედავად უკრაინაში არსებული რთული ვითარებისა, ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში ურთიერთობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს. მიხეილ გიორგაძე უკრაინელ დიპლომატს დაეთანხმა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ვითარება ძალიან სწრაფად დარეგულირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები