რეზო ადამიას პერსონალური გამოფენა „პარიზი“ გაიმართება

18 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ქართველი აბსტრაქციონისტი ფერმწერის რეზო ემელიანე ადამიას პერსონალური გამოფენა – „პარიზი“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საფრანგეთში მოღვაწეობისას შექმნილი ფერწერული ტილოები, პარიზული ფერებითა და მისტიკური პეიზაჟებით, შერბურის, დევილისა და მარსელის საგამოფენო დარბაზების შემდეგ თბილისში გამოიფინება.
„დარბაზში 75 ფერწერული ტილოა წარმოდგენილი. ამ ტილოებიდან ბევრი პარიზში, ზოგიერთი მათგანი საქართველოშიც იყო გამოფენილი. ყოველთვის, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ქართველი ინტელიგენციის წინააღმდეგ ანგარიშით წარვდგებოდი“, – ამბობს რეზო ადამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები