პოეტები საქველმოქმედო საღამოს გამართავენ
22 მარტს, 20:00 საათზე, კაფე-ბარ „ტიფლის ბრანჩში“ საქველმოქმედო საღამო გაიმართება. საღამოზე შემოსული თანხის ნაწილი პატარა ბესარიონის საქველმოქმედო ფონდში შშმ ბავშვთა დასახმარებლად გადაირიცხება. საღამოს ფარგლებში მოეწყობა პოეტების ხელნაწერების აუქციონის წესით გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოეტები: გელა დაიაური, ჯარჯი შუქიაური, ამირან ჯანჯღავა, თეა თაბაგარი და ირაკლი დეისაძე. საღამოზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია საორგანიზაციო ჯგუფთან, ან ბარში, 21 მარტის ჩათვლით. ბილეთის ღირებულება შეადგენს 10 ლარს. ფასში შედის სასურველი პროდუქტი ბარის მენიუდან ბილეთის ღირებულების შესაბამისად.