კრებულის – „წმინდა ნინო“ (I-II ტომი) წარდგინება გაიმართება

18 მარტს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოცემული სამეცნიერო კრებულის – „წმინდა ნინო“ (I-II ტომი) წარდგინება გაიმართება.
კრებული ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II- ის აღსაყდრების 35-ე და დაბადების 80 წლისთავს. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ სირაძეა. კრებულის სარედაქციო საბჭოს წევრები არიან: რევაზ სირაძე, გრივერ ფარულავა, ავთანდილ არაბული, ივანე ამირხანაშვილი, მანანა ტუსკია, ქეთევან სირაძე. შემდგენელ-კოორდინატორი მანანა ტუსკია.
ორტომეულში შესულია რევაზ სირაძის, თამაზ ჩხენკელის, ზურაბ კიკნაძის, გიორგი ალიბეგაშვილის წმ. ნინოსადმი მიძღვნილი სამეცნიერო წერილები, მარი ბროსეს ფრანგულად გამოცემული „წმ. ნინოს ცხოვრება“. წიგნის გამოქვეყნება უზრუნველყო გამომცემლობა „მერიდიანმა“. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: ელგუჯა ხინთიბიძე, მანანა გიგინეიშვილი, ლაურა გრიგოლაშვილი, ზურაბ კიკნაძე, ნესტან სულავა, ნათელა ვაჩნაძე, გიორგი ალიბეგაშვილი, ზაზა სხირტლაძე და სხვ. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები