კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება

დღეს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მოეწყობა შემაჯამებელი პრესკონფერენცია, რომელსაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვება. პრესკონფერენციაზე საუბარი იქნება სპექტაკლებზე, რომლებმაც საქართველოს საზღვრებს გარეთ წარმატებით დაასრულეს გასტროლები.
როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2015 წლის 19 თებერვალს გერმანიაში, ნიუნბერგის სახელმწიფო თეატრში, ბასა ჯანიკაშვილის პიესა „გაბრაზებული ჩიტი“, 20 თებერვალს, ციტაუს გერჰარტ ჰაუპტმანის თეატრში კი დათა თავაძის „დედაომი“ დაიდგა. ორივე სპექტაკლმა როგორც მაყურებლების, ასევე კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. წარმატება ხვდა წილად აგრეთვე, მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის გასტროლს ავსტრალიაში – ყოველწლიური ხელოვნების ფესტივალში FRINGE WORLD FESTIVAL. ქართული დასის მიერ დადგმული სპექტაკლი „კარმენი“ (დამდგმელი ქორეოგრაფი –კოტე ფურცელაძე) გამარჯვებული გახდა ნომინაციაში DANCE AWARD.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები