გიგი უგულავას ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს გაასაჩივრებენ

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს აპროტესტებენ. შესაბამისი სარჩელით ისინი სააპელაციო სასამართლოს დღეს მიმართავენ.
15 მარტს სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თბილისის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა.
უგულავას, კეზერაშვილს და ადეიშვილს ბრალი 2007 წლის ნოემბრის მოვლენების, ტელეკომპანია ”იმედის,” ”მთაწმინდის პარკისა” და რუსთავის მეტალურგიული ქარხანის საქმეებზე დაუმძიმდათ.
დღესვე პირველ ინსტანციაში უკანონო თანხების ლეგალიზებასთან დაკავშირებით საქმის არსებითი განხილვა გაიმართება. პროცესი საქალაქო სასამართლოში 15 საათზეა დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები