გივი მიქანაძე: არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონი პირველ რიგში ასრულებს პრევენციულ ხასიათს – მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომელსაც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო შსს-სთან ერთად ახორციელებს

„ევროპის არაერთი ქვეყანაა, სადაც ამ ასაკის და უფრო დაბალი ასაკის ახალგაზრდებშიც მსგავსი პასუხისმგებლობის კომპონენტი არის დადგენილი, თუმცა ეს არის უკიდურესი ფორმა,“ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალურ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონი პირველ რიგში ასრულებს პრევენციულ ხასიათს.

„მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომელსაც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალურ კანონს განიხილავს,  რომელიც გერმანული კანონის ანალოგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები