გივი მიქანაძე: უმნიშვნელოვანესია, რომ მოზარდმა თაობამ იცოდეს პოლიციის როლი, მათი ფუნქციები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პროექტს “პროფესია პოლიციელი” აფასებს.
,,უმნიშვნელოვანესია, რომ მოზარდმა თაობამ იცოდეს პოლიციის როლი, მათი ფუნქციები და ის პროექტი, რომელიც დღეიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდება და დაიწყება, ემსახურება სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეების ვიზიტების ორგანიზებას საპოლიციო დანაყოფებში, იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ უფრო მეტი წარმოდგენა თუ რა ტექნიკური საშუალებებით ხდება პოლიციის საქმიანობის განხორციელება. ასევე, ეს არის ერთგვარი პოპულარიზაცია ახალგაზრდებს შორის, რომ მათ სამომავლოდ, პოლიციის მიმართულება აირჩიონ კარიერული განვითარების მიმართულებად”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, პროექტი – “პროფესია პოლიციელი”, დაიწყო.