ალექსანდრე დარახველიძე – არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრზე: ეს მოდელი ევროპაში ძალიან აქტიურად გამოიყენება 

,,გავრცელდა არასწორი ინტერპრეტაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ეს არის, დაახლოებით, ციხის მსგავსი დაწესებულება და ა.შ. – მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს მოდელი ევროპაში ძალიან აქტიურად გამოიყენება – პირდაპირ გერმანული მოდელის ანალოგი გადმოვიტანეთ”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებით სპეციალური კანონის მიღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მექანიზმი პრაქტიკაში, მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს.

„სხვა ბევრ ქვეყანაში, როგორიცაა საფრანგეთი და სხვა, აქტიურად გამოიყენება ასეთი მოდელი. საუბარია იმ მდგომარეობაზე, როცა 14 წელს მიუღწეველმა ბავშვმა ჩაიდინა დანაშაული და მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებით სხვა ღონისძიებები არ არის ეფექტური და სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია მასზე განხორციელდეს ეფექტური ზრუნვა და სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე ამ ბავშვზე ზრუნვა. შესაბამისად, ეს მექანიზმი პრაქტიკაში, ვფიქრობ, მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს და მოგვცემს საშუალებას, რომ ის [მოგვარდეს] წუხილები, რომელიც საზოგადოებას და არაერთ კერძო ბიზნესს ჰქონდა, როცა მათ ზარალი მიიღეს და სახელმწიფოს არ ჰქონდა ეფექტური მექანიზმები ასეთი ტიპის ქმედებების წინააღმდეგ. შესაბამისად, ზრუნვით, რეაბილიტაციით და შესაბამისი პროგრამების განხორციელებით ამ ბავშვების ინტერესების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები