გიორგი გაბუნია: ჩვენი მიზანია, როგორც სულიერად, ასევე მორალურად ძლიერი ახალგაზრდობის ჩამოყალიბება
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია “ქართული ოცნების” იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებით სპეციალური კანონის მიღებას გულისხმობს.
“სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, რომელთაც მუდმივად აქვთ კონფლიქტი კანონთან. ჩვენი მიზანია, როგორც სულიერად, ასევე მორალურად ძლიერი ახალგაზრდობის ჩამოყალიბება, იმ ახალგაზრდების, რომლებიც მიდრეკილნი არიან დანაშაულისკენ, ყოველგვარი სასჯელისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების გარეშე გამოსწორება და მათი ღირსეულად დაბრუნება საზოგადოებაში,” – აცხადებს გიორგი გაბუნია.