დავით მათიკაშვილი: შვედეთი საქართველოს შესახებ არასწორი შეფასებებით გვამახსოვრებს თავს

,,ბოლო პერიოდში შვედეთი საქართველოს შესახებ სრულიად სუბიექტური, არასწორი შეფასებებით გვამახსოვრებს თავს. აშკარაა, რომ მათი სურვილია, საქართველოს მოსახლეობასა და ქართველ ხალხზე ზეწოლა მოახდინონ, რათა პოლიტიკური გემოვნება ძალმომრეობით შეაცვლევინონ”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარია მალმერ სტენერგარდის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „უკიდურესად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირის წევრობის საპირისპიროდ“.

მათიკაშვილის თქმით, მათ მცდელობა აქვთ, საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტები გამოიყენონ.

„ისინი საკუთარი მიზნებისთვის იმ ინსტრუმენტებს იყენებენ, რაც პედალირებისთვის სჭირდებათ. მცდელობა აქვთ, საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტები გამოიყენონ. ეს არის იმ ორმაგი სტანდარტის დასტური, რაც, სამწუხაროდ, ევროკავშირიდან საქართველოსთან მიმართებით არსებობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა ,,პირველ არხთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები