ალექსანდრე დარახველიძე: ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის დააკავეს 

,,ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის დააკავეს”, – ასე უპასუხა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ კითხვას, რატომ აკავებს შსს აქციაზე მოქალაქეებს, როდესაც ისინი საფეხმავლო ბილიკებზე გადაადგილდებიან.

დარახველიძის თქმით, ყველა მტკიცებულება სასამართლოში გადაიგზავნება.

„ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის დააკავეს. შესაბამისად, ყველა ეს მასალა გადაიგზავნება სასამართლოში, სადაც ღია სასამართლო სხდომაზე დაცვის და საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლების მონაწილეობით განხილულ იქნება თითოეული მტკიცებულება. შესაბამისად, საშუალება გექნებათ, მოისმინოთ ის არგუმენტები, რის გამოც დააკავეს თითოეული მათგანი”, – განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. მოქალაქეები თავდაპირველად თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცველებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები