ნიკოლოზ სამხარაძე: სამხრეთ კავკასია, როგორც ერთიანი რეგიონი, ბევრად უფრო მიმზიდველი და საინტერესოა პოტენციური ინვესტორებისთვის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის თავმჯდომარისა და სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, მხარეებს შორის საინტერესო შეხვედრა შედგა.

„გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ერთიან პოზიციაზე ვართ, რომ სამხრეთ კავკასია, როგორც ერთიანი რეგიონი, ბევრად უფრო მიმზიდველი და საინტერესოა პოტენციური ინვესტორებისთვის, ამიტომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებას და ვფიქრობთ, რომ როდესაც 3 ქვეყანა ერთიანი პოზიციით გამოვა, ეს სამივეს ინტერესებს მოემსახურება.

ვისაუბრეთ ჩვენს გამოცდილებაზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. სომხეთს სამოქმედო გეგმა ცოტა ხნის წინ გადაეცა და შევპირდით, რომ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას.

ასევე, საუბარი გვქონდა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებაზე და კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ვიზიტების დინამიკა ბოლო დროს უპრეცედენტოა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად მაღალ ნიშნულზეა“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები