თბილისში მამაკაცმა მეუღლე მოკლა – დანაშაული გახსნილია (ვიდეო)

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული რაფაელ შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, არსენალის მთის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე – 1983 წელს დაბადებული სუზანა ს. მოკლა.
სამართალდამცველებმა რაფაელ შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები