ხელოვნების სასახლეში ნიკო ფიროსმანიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
15 მარტს, 27 წლის შემდეგ პირველად თბილისში, ხელოვნების სასახლეში ნიკო ფიროსმანიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია მოიცავს ფიროსმანის 14 ორიგინალს, პაბლო პიკასოს მიერ შექმნილ ფიროსმანის გრაფიკულ პორტრეტსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ ნიკალას პერსონალური გამოფენების აფიშებს. გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ინიციატივითა და დახმარებით ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში გადმოტანილია ფიროსმანის მირზაანის სახლ-მუზეუმიდან. გამოფენა 7 აპრილამდე გაგრძელდება.