მოსამართლე: სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეში “ჰაკიმ ფაშას” სახელით გავრცელებული ვიდეომასალა არ გაიზიარა

სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეში “ჰაკიმ ფაშას” სახელით გავრცელებული ვიდეომასალა არ გაიზიარა, – ამის შესახებ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამამართლებელი განაჩენის განმარტებისას განაცხადა.
“სასამართლო არ იზიარებს “ჰაკიმ ფაშას” სახელით გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც საქმეში იდო. არ ვიცით, რას წარმოადგენს, ვინ არის “ჰაკიმ ფაშა”. ასევე ჩვენთვის უცნობია, თუ რა გზით აიტვირთა ეს ვიდეომასალა ინტერნეტში”, – განაცხადა მოსამართლემ.
მისივე განმარტებით, ლევან ჩაჩუას ბრალეულობას ასევე არ ადასტურებს საქმეში წარმოადგენილი სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, სხვა ვიდეომასალებიც. მოსამართლის განცხადებით, ამასთან, ბრალის კვალიფიკაცია არსწორად იყო შერჩული.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დღეს გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები