გოგლა ჟვანია: სამწუხაროა, რომ სასამართლომ ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნო

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმამ გოგლა ჟვანიამ „კვირასგან“ შეიტყო. გოგლა ჟვანიამ საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებას სამწუხარო ფაქტი უწოდა. „რა გითხრათ, სამწუხარო ფაქტია, მე არ ვარ საქართველოში, როგორც კი ჩამოვალ, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავეცნობი და მივხედავ“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ „კვირასთან საუბრისას“. ჟვანია ამჟამად სომხეთში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები