ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს იხილავდა, ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნო.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მხარეებს განაჩენთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინები ჰქონდათ. დაცვის მხარე ელოდებოდა, რომ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. ჩაჩუას ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებდა, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი მოწმე და არანაირი მტკიცებულება, რომელიც ჩაჩუას რაიმე დანაშაულზე მიუთითებს.
პროკურორი რევაზ ნადოი კი აცხადებდა, რომ მან ბრალდებულის საბოლოო სიტყვაში რაიმე არსებითი ვერ მოისმინა. მისი შეფასებით, საბოლოო სიტყვა ემოციებზე იყო აგებული. რაც შეეხება განაჩენს, როგორც პროკურორი აღნიშნავდა, ბრალდების მხარეს სასამართლოში წარდგენილი აქვს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები