სოფიის კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე დააჯილდოვეს
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე 19-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ცნობილი ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს. ფესტივალის ფარგლებში გამართულ ქართული კინოს რეტროსპექტივაზე 14 ფილმის ჩვენება მოეწყო. დახურვის ცერემონია, რომელსაც 1500 სტუმარი ესწრებოდა, მუსიკალურად გააფორმა ქართულმა ჯგუფმა „ასეა სულ“. კინოფესტივალზე ასევე მონაწილეობდა ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი „კრედიტის ლიმიტი“, რომელშიც მთავარ როლს ნინო კასრაძე ასრულებს. საკონკურსო პროგრამის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი იყო.