„ჩემი ცხოვრების დღიურები“ – დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება
20 მარტს, 15:00 საათზე, ქუთაისში დოკუმენტური ფილმის „ჩემი ცხოვრების დღიურები“ ჩვენება გაიმართება. დოკუმენტური ფილმი ეხება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ცხოვრებასა და ისტორიებს. ფილმი გადაღებულია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის მიერ პროექტი „უხილავი ბავშვების“ ფარგლებში. ღონისძიების პარტნიორია ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია „იმპულსი 91“. ფილმის ჩვენება გაიმართება ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.