კასპის რაიონიდან გაუჩინარებული მოზარდი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს
კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალიდან 2 დღის წინ გაუჩინარებული მოზარდი თორნიკე გახელაძე ე.წ. მუხიანის ტყეში ჩამომხვრჩვალი იპოვეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 14 წლის მოზარდი თორნიკე გახელაძე კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალიდან 2 დღის წინ გაუჩინარდა. მოზარდი ბოლოს თანასოფლელებმა სოფელში 2 უცნობ პირთან ერთად ნახეს. ნათესავები მასთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდნენ, მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ახლობლების თქმით, ოჯახში მოზარდს პრობლემები არ ჰქონია.