საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის რეგიონული თანამშრომლობის შესახებ კონფერენცია გაიმართება
ხვალ, სასტუმრო “ქორთიად მარიოტში” საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის რეგიონული თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. მათ შორის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე აშშ-ს, ბრიტანეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიისა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ხელმძღვანელი. აგრეთვე საქართველოს პოლიტიკური პარტიების ლიდერები და უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ექსპერტები.