ნიუ-ჯერსიში გარდაცვლილ ბესო გორჯოლაძეს დღეს დაკრძალავენ

ნიუ-ჯერსიში დაღუპულ ქართველ კურსანტს, ბესო გორჯოლაძეს დღეს კრძალავენ. დაღუპული კურსანტი ამჟამად სამთავისის საკათედრო ტაძარშია დასვენებული, მოგვიანებით კი მას სოფელ ქვემო ჭალაში, იმ საჯარო სკოლაში გადაასვენებენ, სადაც ბესო სწავლობდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაკრძალვაზე დასწრებას აპირებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ბესო გორჯოლაძე სოსო მაკარიძესთან ერთად ამერიკაში 7 მარტს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. კადეტთა ცხედრები სამშობლოში რამდენიმე დღის წინ ამერიკიდან ოფიციალურმა დელეგაციამ ჩამოაცილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები