შიდა ქართლში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა

შიდა ქართლში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ახალი ოფისი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად გახსნა. შიდა ქართლის მოსახლეობას ამიერიდან საშუალება ექნება, სრულყოფილად ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო სთავაზობს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, სურსათის უვნებლობა ევროპასთან ინტეგრაციისთვის სავიზიტო ბარათია და აღნიშნული, როგორც რეგიონისთვის, ასევე, ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „დღეს შიდა ქართლში გავხსენით სურსათის ეროვნული სააგენტოს უვნებლობის ახალი ოფისი.
მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ჩვენი სავიზიტო ბარათი ევროპასთან ინტეგრაციის ნაწილში. ძალიან ბევრი დირექტივა სწორედ სურსათის უვნებლობის ნაწილში მოდის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონისთვის,ასევე,ზოგადად , სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები