ადიგენის სოფელ არალში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ადიგენის სოფელ არალში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ საჯარო სკოლის რეაბილიტაციას, შენობა ამორტიზებული იყო. ადგილზე განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე იმყოფებოდა. სკოლის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და ის ორას მოსწავლეზე იქნება გათვლილი.აქ განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების კლასები.” მოსწავლეები შეძლებენ გააგრძელონ სწავლა ახალ, მათთვის შესაფერის ინფრასტრუქტურაში. რომელიც იქნება ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტებით მოწესრიგებული”,-განაცხადა სანიკიძემ.