კასპის რაიონში უკვე მეორე დღეა 14 წლის მოზარდს ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში უკვე მეორე დღეა 14 წლის მოზარდს ეძებენ. თორნიკე გახელაძე ბოლოს სოფელში 2 დღის წინ უცხო პირთან ერთად ნახეს.
მოზარდის კუთვნილი მობილური ტელეფონი გამორთულია, ნათესავები მასთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობენ.
ახლობლების თქმით, ოჯახში მოზარდს პრობლემები არ ჰქონია. მათთვის გაუგებარია რა გახდა მისი გაუჩინარების მიზეზი. “სკოლიდან მოვიდა, ტანისამოსი გამოიცვალა და უბანში გავიდა, როგორც გავიგეთ პურის საყიდლად ჩასულა მაღაზიაში, თანასოფლელებმა 2 უცხო ბიჭთან ერთად ნახეს, ამის მერე კვალი გაქრა“, – აცხადებს დაკარგული მოზარდის ძმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები