დღეს მეტროსადგურ “რუსთაველთან” ენერგოომბუდსმენის ინიციატივით აქცია გაიმართება
მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 13.00 საათზე, მეტრო “რუსთაველთან” ენერგოომბუდსმენის ინიციატივით აქცია გაიმართება.
აქციის მიზანია მოქალაქეებს მოუწოდონ, საკუთარი უფლებებისთვის უნდა იბრძოლონ.
ენერგოომბუდსმენის ზემოაღნიშნულ ინიციატივას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შეუერთდა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულთან დაკავშირებულ აქციაში: “იცოდეთ თქვენი უფლებების შესახებ”, ჩაერთო.
“ჩვენ შევქმენით მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი, რომელიც მყისიერ რეაგირებას ახდენს კომისიაში შემოსულ მოქალაქეთა საჩივრებზე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავიცვათ როგორც მომხმარებლების, ისე ენერგო და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიების კანონიერი უფლებები. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს ხარისხიანი მომსახურება! ერთად ვიბრძოლოთ თქვენი უფლებებისათვის. პატივი ვცეთ და დავიცვათ ერთმანეთის უფლებები”, – განაცხადეს კომისიაში.