ნემცოვის მკვლელობის ადგილის სიახლოვეს მყვინთავებმა მდინარეში ორი პისტოლეტი იპოვეს

მდინარე მოსკოვის ფსკერზე, დიდი ზამოსკვორეცკის ხიდის სიახლოვეს, სადაც რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი იყო მოკლული, ორი პისტოლეტი აღმოაჩინეს. ერთ-ერთ მათგანზე უკვე ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ამ იაღარიდან ნემცოვი მოკლული არ იყო. მეორე პისტოლეტის ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. მყვინთავები იმ ადგილის შემოწმებას განაგრძობენ.
ბორის ნემცოვი 27 თებერვალს, გვიან საღამოს, წითელი მოედნის სიახლოვეს, ზამოსკვორეცკის ხიდზე იყო მოკლული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები