სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში იმყოფება

სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში იმყოფება, სადაც ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის 28-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გაეროში გამართულ შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
“სახალხო დამცველმა ასევე მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის გენერალური ასამბლეის შეხვედრაში, სადაც მიიღეს საგანგებო განცხადება, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობის შესახებ. განცხადებას ერთ-ერთმა პირველმა მხარი საქართველოს ომბუდსმენმა დაუჭირა და აღნიშნა, რომ ის აუცილებლად მიიჩნევს უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ევროპული ქვეყნების ომბუდსმენთა მხრიდან გამოხატულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის შესახებ. სახალხო დამცველმა სამუშაო შეხვედრები გამართა ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის ფინანსურ და საკოორდინაციო კომიტეტებში, რომლის წევრიც საქართველოს ომბუდსმენი უკვე ორი წელია ოფიციალურად არის”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები