რიჩარდ ნორლანდი მისი შემცვლელის დასახელებას ეხმაურება

 საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი მის შემცვლელად იან კელის წარდგენას ეხმაურება. ელჩის კომენტარი აშშ-ს საელჩოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ნორლანდი მოხარულია, რომ თეთრმა სახლმა მის შემცვლელად გამოცდილი და დაფასებული კოლეგა დაასახელა.
“პრეზიდენტმა ობამამ საქართველოში მომავალი ელჩის თანამდებობაზე დიპლომატი იან კელი წარადგინა. მიხარია, რომ თეთრმა სახლმა წელს, ჩემ შემცვლელად, ასეთი გამოცდილი და დაფასებული კოლეგა დაასახელა. ახლა მის კანდიდატურას აშშ-ის სენატი განიხილავს და დაამტკიცებს. თბილისში მის ჩამოსვლას ზაფხულის მიწურულს, ჩემი სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ველოდებით. პროფესიული დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთი ურთულესი ნაწილია იმ ადგილის დატოვებაზე ფიქრი, რომელიც გაიცანი და შეიყვარე, მაგრამ ეს ამ პროფესიის თვისებაა. გამგზავრებამდე დარჩენილ თვეებში ჩემთვის კვლავ პატივი იქნება, გავაკეთო ყველაფერი აშშ-საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად, აგრეთვე დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშესაწყობად ამ შესანიშნავ და უძველეს მიწაზე”, – აცხადებს ნორლანდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები