დღეს 12:00 საათზე დანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა შესაძლოა, ჩაიშალოს

დღეს, 12:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაა დანიშნული. გავრცელებული ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით მხოლოდ ერთი საკითხი – ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები იქნება განხილული. აღნიშნული სხდომა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით მოიწვია. რამდენად ცნობილი ხდება, მმართველი უმრავლესობა და მთავრობა დღევანდელ სესიაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტის მიერ დანიშნული რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები