ბარაკ ობამამ საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატად იან კელი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
“პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ სურს, საქართველოში ელჩის თანამდებობაზე იან კელი დანიშნოს”, – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
იან კელი ამ დრომდე სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. კერძოდ, იყო აშშ-ის წარმომადგენელი ეუთო-ში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საქართველოში აშშ-ის ახლანდელ ელჩს, რიჩარდ ნორლანდს ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები