ლავროვის უწყება: რუსეთს უფლება აქვს, ბირთვული იარაღი ყირიმში განათავსოს
რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს უფლება აქვს, ბირთვული იარაღი ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში, მათ შორის ყირიმშიც განათავსოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია უწყების შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის დირექტორ მიხაილ ულიანოვზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა, მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არის.
რუსეთს უფლება აქვს ბირთვული იარაღი თავის ნებისმიერ ტერიტორიაზე განათავსოს, თუკი ამას საჭიროდ მიიჩნევს”, – აღნიშნა ულიანოვმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა. მან 2014 წელს ყირიმში რუსეთის ბირთვული შეიარაღების განთავსება არ გამორიცხა.