ყაზანში მომხდარი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 30 დაშავდა

ყაზანში, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ “ადმირალში” მომხდარი ხანძრის შედეგად 1 ქალბატონი დაიღუპა. მაშველებმა ის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. 30- მდე ადამიანი კი მძიმედ არის დაშავებული. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის 300-მდე წევრი, 70 -ზე მეტი სპეციალური ტექნიკა და 19 სასწრაფო დამხმარების მანქანა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა 4 ათასამდე კვადრატული მეტრი მოიცვა. ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები