საუდის არაბეთმა შვედეთიდან საკუთარი ელჩი გაიწვია
საუდის არაბეთმა შვედეთიდან საკუთარი ელჩი გაიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირული უთანხმოება გახდა. რამდენიმე ხნის წინ, სტოკჰოლმმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან ის ხანგრძლივი სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტას გეგმავდა. საუდის არაბეთმა კი, თავის მხრივ, კაიროში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა დაბლოკა.