აშშ-ში, ავიაკატასტროფის შედეგად, მინიმუმ 11 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა
ამერიკაში, ფლორიდის შტატში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მინიმუმ 11 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი სამხედრო სწავლებებს აწარმოებდა.
ავიაკატასტროფა, ფლორიდის დროით, საღამოს 20:30 წუთზე დაფიქსირდა, თუმცა მისი ნამსხვრებები დილის 2 საათზე, ერთ-ერთი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. რამდენადაც მედიისთვის ცნობილი გახდა, 11 სამხედროდან 7 საზღვაო ფლოტის, 4 კი სხვადასხვა სამხედრო ბატალიონის წარმომადგენელი იყო. მომხდართან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, მსხვერპლთა რაოდნეობა კი შესაძლოა, გაიზარდოს.