ოთხ რეგიონში საპატრულო პოლიციას ახალი უფროსები ჰყავს

იმერეთის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოებს ახალი უფროსები ეყოლებათ. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ზაალ ფუტკარაძე იქნება. აჭარაში ამავე თანამდებობას დავით მამულაშვილი დაიკავებს. მათივე ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის საპატრულოს თემურ კუპატაძე, შიდა ქართლის სამმართველოს კი კახაბერ ბუხრაძე უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები